top of page

ქეთი და

სანდრო

მოუსმინე ისტორიას

ქეთი და სანდრო -
00:00 / 00:00

წაიკითხე

სანდრო მალე 16 წლის ხდება და 2019 წლის დეკემბრიდან თბილისის მერიის დაფინანსებას ვეღარ მიიღებს. "აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამა" არ აფინანსებს 15 წელზე უფროს აუტიზმის მქონე ბავშვებს. მათთვის დაფინანსების სხვა პროგრამები კი არ არსებობს. შესაბამისად, მშობლებმა ფსიქოლოგთან თერაპიის საფასური, საათში 20-30 ლარი, საკუთარი ხარჯით უნდა დაფარონ. სანდროს დედამ, ქეთი ნებიერიძემ არ იცის, როგორ შეძლებს რეაბილიტაციის ხარჯების დამოუკიდებლად გადახდას. 

(ჩასწორება: მაისის ბოლოს თბილისის მერია აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლებს დაჰპირდა, რომ ივნისის თვიდან ცვლილებები განხორციელდება და ის 10 ბავშვი, რომელიც ასაკის გამო დაფინანსების გარეშე რჩებოდა, 18 წლამდე მიიღებს დაფინანსებას.) 

IMG_3026.JPG

"ის რასაც აქამდე მიაღწია, ჩათვალეთ, რომ წყალში ჩაიყრება"

“ჩემთვის მთავარი საზრუნავია ის, რომ 15 წლის ზემოთ პროგრამა არ არსებობს. ანუ ამდენი რაც გიწვალია, სახლში უნდა გამოკეტო ბავშვი და იჯდეს კომპიუტერთან. რაც დამღუპველია ამათთვის. ძალიან ვნერვიულობ ამასთან დაკავშირებით. იმედს ვიტოვებ, რომ რაღაცას იზამენ.

 

3 წელი ძალიან დიდი დროა. 3 წელი კი არა, ერთი კვირა სახლში რომ არის და არდადეგები აქვს, ესეც ძალიან რთულია, იმიტომ, რომ მიჯაჭვულია კომპიუტერს.

 

მე პირადად საკუთარი ჯიბიდან ვერც გადავიხდიდი, იმიტომ, რომ მარტოხელა დედა ვარ და არ მქონდა ამის საშუალება. პლიუს სანდრო უნდა მერჩინა, თან მარტო თერაპია არ იყო, სხვა რაღაცეებზეც დამყავდა."  

"ის რასაც აქამდე მიაღწია, ჩათვალეთ, რომ წყალში ჩაიყრება. ისედაც ეს არის მინიმუმის, მინიმუმის, მინიმუმი, რასაც მერია აფინანსებს, მართლა, ერთი საათი. კი შენი ჯიბიდან გადაიხადე და იყავი თუ გინდა 5 საათი, მაგრამ არ არის სამწუხაროდ ესე. არ აქვს ბევრს ამის საშუალება. ალბათ, თითზე ჩამოსათვლელი არიან ის ადამიანები და ის ბავშვები, ვისაც შეუძლია თავის ჯიბიდან იხადოს.

საკმაოდ კარგ შედეგებზე გადის ახლა ბავშვი, მართლა აზრზე მოვიდა, ასე ვთქვათ. იმიტომ, რომ საკმაოდ რთული იყო სანდრო. აგრესიული იყო. აი ამ მუშაობით ჩავდექით ფორმაში. თერაპიის შეწყვეტა სანდროსთვის იქნება მართლა სრული დეგრადირება, ჩვენთვის სერიოზული დარტყმა. დაკავებულია, მეცადინეობს და მოსწონს ეს ყველაფერი, მისთვის  ძალიან რთული იქნება, თუ იქ აღარ ივლის."

IMG_3041.JPG

"ვერ ვფიქრობ, იმიტომ რომ იმდენად ბევრი პრობლემის წინაშე ვდგავარ, სანდროს შემთხვევაში. არ ვიცოდი, თუნდაც რომ გაიზრდებოდა რა იქნებოდა. რა უნდა გამეკეთებინა, როგორ უნდა მიმეხედა, რა როგორ იქნებოდა. ვერ ვფიქრობ, იმიტომ რომ რა ოცნებებიც მქონდა შესაბამისად რომ არ ხდება, უკვე აღარ ვფიქრობ და აღარ ვოცნებობ და მივყვები დინებას ასე ვთქვათ.”

bottom of page