top of page

ნათია და ლუკა

მოუსმინე ისტორიას

ნათია და ლუკა -
00:00 / 00:00

წაიკითხე

ლუკა 6 წლისაა და ერთი თვეა, რაც ფოთის მერიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამით სარგებლობს. თუმცა, რადგან ფოთში სარეაბილიტაციო ცენტრი არ არსებობს, ოჯახი იძულებულია, ლუკა კვირაში სამჯერ ბათუმში ატაროს.

 

აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამა ყველა ქალაქში არ ფუნქციონირებს და ზოგან არც სარეაბილიტაციო ცენტრები არსებობს. ამიტომ ბავშვებსა და მათ მშობლებს ერთი ქალაქიდან მეორეში უწევთ სიარული. გარდა იმისა, რომ ტრანსპორტირება გარკვეულ თანხებთანაა დაკავშირებული, აუტიზმის მქონე ბავშვებს ხშირი მგზავრობაც უჭირთ.

DSC_0044.jpg

"ძალიან მნიშვნელოვანია ლუკასთვის ეს თერაპიები"

“ლუკა არის 6 წლის. დიაგნოზი აქვს აუტისტური სპექტრის აშლილობა. დაგვყავს ბავშვი ბათუმში. ჩვენ თვითონ ვცხოვრობთ ფოთში. დავდივართ ბათუმში, მენტალური ჯანმრთელობის ცენტრში. ერთი თერაპიის ღირებულებაა 30 ლარი. ფოთის მერია გვაფინანსებს მხოლოდ 1000 ლარით, რომელიც გვყოფნის 3 თვე. შემდეგ ჩვენი თანხებით გვიწევს ტარება. თან ამას ემატება გზის ხარჯი.

 

ერთი დღე რომ წავიყვანოთ ბავშვი, გვიჯდება 30 ლარი. კვირაში 90 ლარი გვჭირდება მხოლოდ საწვავზე. ანუ ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. არ ვიცით სამი თვის შემდეგ როგორ შევძლებთ კიდევ ტარებას. ძალიან მნიშვნელოვანია ლუკასთვის ეს თერაპიები.

DSC_0077.jpg

"გზაში გვეხარჯება სადღაც საათი და თხუთმეტი-ოცი წუთი. იღლება რა თქმა უნდა. ხან ეძინება ხოლმე და მაინც დაღლილია. თავისთავად აისახება თერაპიაზეც. ისეთი აქტიური არ არის, როგორიც უნდა იყოს.

 

თერაპიების შედეგად უკეთესობაა. ჯერ თვეც არ არის რაც დავდივართ და უკეთესობას ვხედავ."

DSC_0019.jpg
DSC_0015 (1).jpg
DSC_0021.jpg

"ჩემს ქალაქში რომ იყოს, ფოთში რომ გვქონდეს ესეთი ცენტრი, რა თქმა უნდა, ვატარებდი 5-ჯერ კვირაში. ანუ ყველა დღეს გამოვიყენებდი და ჩვეულებრივ ვატარებდი.

იქ ვხედავ ბავშვებს, რომლებიც კვირაში 5 დღე დადიან თერაპიებზე და ძალიან კარგი შედეგი აქვთ. გვინდა რა თქმა უნდა, რომ მეტჯერ ვატაროთ, მაგრამ ფიზიკურად ვერ ვახერხებთ, არც თანხები გვაქვს იმისი, რომ ყოველ დღე ვატაროთ ბავშვი.


ყოველ დღე რომ ვატაროთ, რა თქმა უნდა შედეგი უფრო ადრე დადგება."

bottom of page